27 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
უხუცესთა საბჭოში პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსიის აღარ სჯერათ

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლამ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. მაჩალიკაშვილები ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდებიან.

უხუცესთა საბჭოში პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსიის აღარ სჯერათ. ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო პასუხისმგებლობის აღებას ძალოვანი უწყებებისგან ითხოვს პანკისში უხუცესთა საბჭო.

„მე ჩემი ქისტების მჯერა. ვდგავარ იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა დგას. მე ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ კავშირში არ არიან ამ საქმესთან,“ - განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა. 

დღის ამბები