21 დეკემბერი 2024,   19:47
ვრცლად
გოზინაყი, ჩიჩილაკი, მრავალჟამიერი, კალანდა - ქართულ - უცხოური ახალი წელი თბილისში

გოზინაყი, ჩიჩილაკი, მრავალჟამიერი, კალანდა - ახალი წლის ქართული ტრადიციები, საქართველოში ჩამოსული უცხოელებისთვის უგემრიელესი და თვალწარმტაცი ეგზოტიკაა. საქართველოში ხანგრძლივად მყოფი უცხოელების დიდი ნაწილი ახალ წელს ქართულ-უცხოური საახალწლო ტრადიციებით შეხვდა. 

მათ შორისაა ცნობილი არგენტინელი ფოტოგრაფი პაბლო ფერარი, რომელიც თბილისში იმიტომ გადმოსახლდა, რომ ცხოვრების მთავარი პარტნიორი და სიყვარული იპოვა. მისი მეწყვილე ცნობილი ქართველი მხატვრის, ავთო ვარაზის ქალიშვილი ლიზი ვარაზია.

ახალ წელს თბილისში შეხვდა საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე შომბი შარპი. მისთვის და მისი მეუღლისთვის კოსტიუმირებული საახალწლო წვეულებები უკვე დიდი ხნის ტრადიცაა, 2018 წლის შესახვედრად თბილისში დარჩნენ და მეგობრებიც დაპატიჟეს.

2018 წელს საქართველოში შეხვდა იტალიის ელჩიც. საახალწლო ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და იტალიური ალილოს ტიპის სიმღერა ელჩის ოჯახში ყველაზე უმცროსმა ქალიშვილმა შეასრულა.



დღის ამბები