22 ოქტომბერი 2024,   18:54
ვრცლად
ბათუმში 50 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების განცხადებით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი წლის შესახვედრად ჩამოვიდა.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი აივნიდან შემთხვევით გადმოვარდა.

დღის ამბები