06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ირანის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლების და ქვეყნის სულიერი ლიდერის მხარდამჭერი აქცია იმართება

ირანის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლების და ქვეყნის სულიერი ლიდერის მხარდამჭერი აქცია იმართება. თეირანის ქუჩებში მოსახლეობა აიათოლა ხამენეის სურათებით და ანტიამერიკული ლოზუნგებით გამოდის. ირანის ტელევიზია სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებს.

შეერთებული შტატები კი, ირანის სულიერი ლიდერის ბრალდებებს პასუხობს. აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციასა და მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ირანის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ის, რაც ახლა ირანში ხდება, დიქტატორული მმართველობის შედეგია. შეერთებული შტატები საერთაშორისო გაერთიანებას ირანელი ხალხის უფლებების დასაცავად აქტიურობისკენ მოუწოდებს. გაეროში ამერიკის ელჩი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში ანტისამთავრობო აქციების დარბევას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები