06 ოქტომბერი 2024,   00:02
ვრცლად
როგორი იყო თბილისობა 2024-ის პირველი დღე - საზეიმო განწყობა დედაქალაქის ქუჩებში დილიდანვე იგრძნობოდა

თბილისი შემოდგომის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს. დედაქალაქის ქუჩებში საზიმო განწყობაა, ზეიმი კი დღეს დილიდან დაიწყო. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მისული სტუმრები არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიების გარშემო გაერთიანდნენ.


მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო დეკორაციები და ინსტალაციები, გაიმართა გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. საღამოს გრანდიოზული კონცერტი და დღის კულმინაციური ღონისძიება ასრულებს - დედაქალაქის მერმა თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
 
 
დღის ამბები