06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დღეიდან ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობას აღადგენს

დღეიდან ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობას აღადგენს. გადაწყვეტილება მხარეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სეულთან დიალოგისთვის და თებერვალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციის გასაგზავნად მზადაა.

ოფიციალურმა სეულმა დემილიტარიზებულ ზონაში დიალოგის განახლების თარიღად ფხენიანს 9 იანვარი შესთავაზა. მხარეებს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები 2015 წლის დეკემბრიდან აღარ გამართულა.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას Twitter-ის ქსელში უპასუხა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაწერა, რომ მისი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე კიმ ჩენ ინის და ის მუშაობს.

დღის ამბები