06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი პაკისტანს ფინანსური დახმარების სრული შეწყვეტით ემუქრება

ოფიციალური ვაშინგტონი პაკისტანს ფინანსური დახმარების სრული შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, შემდეგ კი განცხადება გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ნიკი ჰეილის თქმით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ოფიციალური ისლამაბადი წლებია ორმაგ თამაშს თამაშობს და დასავლეთთან თანამშრომლობის პარალელურად, ტერორისტებსაც უჭერს მხარს. ბრალდებას პაკისტანის ხელისუფლება უსაფუძვლოს უწოდებს.

ვაშინგტონის მუქარის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა. საგარეო უწყებაში კი, ამერიკის ელჩიც დაიბარეს.

დღის ამბები