06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
პერუში მასშტაბურ ავარიას 48 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში მასშტაბური ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. სამგზავრო ავტობუსი მაგისტრალზე სატვირთოს შეეჯახა და 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედია დედაქალაქ ლიმადან 70 კილომეტრის დაშორებით დატრიალდა.

ავტობუსში 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა ადგილიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ 6 გადარჩენილი ამოიყვანეს.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ორივე ავტომობილის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. 

დღის ამბები