06 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ბნელი საათი" - უინსტონ ჩერჩილზე გადაღებული ფილმი დიდი ბრიტანეთის კინო ეკრანებზე

12 იანვრიდან დიდი ბრიტანეთის კინო ეკრანებზე უინსტონ ჩერჩილზე გადაღებული ფილმი გამოდის. "ბნელი საათი" - ასე ეწოდება ჯო რაიტის სურათს, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს გარი ოლდმანი ასახიერებს.

ფილმი ჩერჩილის თანამდებობაზე დანიშვნის პირველ პერიოდს ეხება. სურათში მთავარ გმირებად პრემიერის გარდა, გამოყვანილია ორი ქალბატონიც - ჩერჩილის მეუღლე და მისი პირადი მდივანი, რომლებმაც პოლიტიკოსის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

გარი ოლდმანს პარტნიორობას კრისტინ სკოტ ტომასი და ლილი ჯეიმსი უწევენ.

დღის ამბები