22 დეკემბერი 2024,   05:08
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად საავადმყოფოში მივიდა

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად საავადმყოფოში მივიდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს პირველივე წუთიდან კონტროლზე ყავს აყვანილი ეს შემთხვევა.

მინისტრის განცხადებით, უწყება ყველა საჭირო ხარჯს აფინანსებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, კონსილიუმის შედეგად გაირკვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ჩვენი, რა თქმა უნდა, სრული პატრონაჟი მიდის. ასეთ შემთხვევებში სამინსიტროს მოვალეობა არის, რომ ჩართული იყოს, რადგან პოტენციურად ასეთი სირთულის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებას და ქვეყნებს შორის კოორდინაციას,“ - განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, დღეს გამართულ კონსილიუმში მონაწილეობა მოწვეულმა ნეიროქირურგმა მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კონსილიუმი უახლოეს პერიოდში კიდევ გაიმართება და კიდევ ერთხელ შეფასდება 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა.

დავით სერგეენკოს თქმით, კონსილიუმზე ასევე იმსჯელებენ, მკურნალობის სამომავლო გზებზე და რამდენად შესაძლებელია პაციენტის საზღვარგარეთ წაყვანა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში უჭირთ საუბარი, რამდენად არის შესაძლებელი პაციენტის ტრანსპორტირება, იმ შემთხვევაში თუ გადაწყდება თემირლან მაჩალიკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. პანკისში ჩატარებული სპეცოპრაციის შედეგად 5 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ისანში ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

ამავე თემაზე
დღის ამბები