21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის.

კონსილიუმი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა, ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია და კრიზისული დღეები ჯერ გადალახული არ არის.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, გამოითქვა აზრი, ასევე, იმის თაობაზე, რომ რისკების კარგად შეფასების შემდეგ შესაძლოა, უკვე დასაშვები იყოს, პაციენტის ტრანსპორტირება რომელიმე სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საჰაერო გზით,“ - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.

დაჭრილის მამა ამბობს, რომ ექიმების შეფასებით, ტრანსპორტირება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

„რამდენიმე ვარიანტი სახელდება ევროპის ქვეყნების, ასევე, თურქეთის. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ჯერ ტრანსპორტირებისთვის მზად არ არის. ყოველი მეცხრე დღე კრიზისის დღე არის და უნდა შეხედონ პაციენტი როგორ იქნება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის შვილს ჩატაევთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია.

დღეს საავადმყოფოში გამართულ კონსილიუმს აშშ-დან მოწვეული ქართველი ექიმი ესწრებოდა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სუს-ის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს, რომლებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები