დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. სტიქიამ დააზარალა დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანიის დასავლეთ რაიონები.
ქალაქ კიოლნში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომელმაც ქუჩაში გაჩერებული მანქანები დააზიანა. დაიკეტა რამდენიმე მაგისტრალიც.
უამინდობის გამო საფრანგეთის ჩრდილოეთ რაიონებში 200 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ამსტერდამში კი სტიქიამ საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა.
ძლიერი ქარის გამო 200-მდე რეისი გადაიდო.