21 დეკემბერი 2024,   18:58
ვრცლად
საახალწლო სოფელი დღეიდან ჯადოსნურ ზღაპარს მასპინძლობს

საახალწლო სოფელი დღეიდან ჯადოსნურ ზღაპარს მასპინძლობს. კოსტიუმირებულ სანახაობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლი. დედა ენის ბაღში, პატარებისთვის მუშაობს ატრაქციონი და გარდა ამისა უკვე რამდენიმე დღეა ბავშვებს სანტა კლაუსი მასპინძლობს.

მთელი დღის განმავლობაში კი სცენას სხვადასხვა ჟანრის და ასაკის შემსრულებლები იკავებენ. საახალწლო ზრაპარი პატარებს ყოველ დღე 17:00 საათიდან ელოდება.

„ეს იქნება  3 იანვრიდან 7-ის ჩათვლით 17:00საათზე დედა ენის ბაღში. ეს არის ასე ვთქვათ მსვლელობა პერფომანსი, რომელსაც აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ანუ ის ადამიანები, რომლებიც მოვლენ აქ ყოველდღიურად ნაწილ-ნაწილ ნახავენ განვითარებას ისტორიის რისი მთლიანია კულმინაციაც მოხდება 7-ში,“-განაცხადა ლიკა ევგენიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები