21 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
სასამართლო პროცესები თბილისსა და კიევში - მიხეილ სააკაშვილი ორივე ქვეყნის მართლმსაჯულების ვერდიქტს ელოდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები თბილისსა და კიევში - უკრაინული ოპოზიციის ლიდერი და საქართველო ყოფილი პრეზიდენტი მართლმსაჯულების ვერდიქტს ელოდება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საქართველოში შეწყალების გამო ასამართლებენ.

სახაზინო ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. მისი შეფასებით, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იქნება შესაძლებელი.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მოწმეების, ოლეგ მელნიკოვის, ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის ობიექტურობას. მისი მტკიცებით, სასამართლოზე დაკითხული ყველა პირი სააკაშვილის მიმართ მტრულად არის განწყობილი და ჩვენებების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, რასაც პროკურორი არ იზიარებს.

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, ის ოლიგარქების გარიგები მსხვერპლია.

უკრაინაში კი პროკურატურა ოპოზიციის ლიდერისთვის შინა პატიმრობას ითხოვს. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიას დღეს არ მიუღია, სხდომა 11 იანვარს გაგრძელდება.

კიევის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციულ სასამართლოში მივიდა, სადაც მისი იურისტების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც სააკაშვილის განსაკუთრებული დაცვის ობიექტის სტატუსზე იმსჯელეს.

სასამართლომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერს ეს სტატუსი 1 მარტამდე გაუხანგრძლივა, თუმცა, მას საემიგრაციო სამსახური აპროტესტებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები