21 დეკემბერი 2024,   19:09
ვრცლად
ამორტიზებული კედლები, ახდილი სახურავი და შეშის ღუმელი-სოფელ ოსიაურის მოსწავლეები სკოლის აშენებას თხოვენ

ახმეტის რაიონის სოფელ ოსიაურში წლებია ახალი სკოლის აშენებას ელოდებიან. სასწავლო პროცესი სოფლის კლუბში გადატანილ სკოლაში მიმდინარეობს, სადაც კლასების სიმცირის გამო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად უტარდებათ. მაგალითად მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ერთ პროგრამას გადიან. 35 მოსწავლე ყოველ დღიურად ელის, რომ ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება თუმცა უშედეგოდ.

სკოლის ძველი შენობა 6 წლის წინ დაანგრიეს. შენობა ავარიული იყო. ამის შემდეგ სასწავლებლისთვის სოფლის კლუბი 250 ლარად იქირავეს და სკოლაც იქ გადაიტანეს. ელექტროზარი სკოლაში არ არის, რომც იყოს მაინც არ იმუშავებს, შენობაში სადაც უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი მიდის არც შუქია, არც წყალი, არც გაზი და არც კანალიზაცია. ბავშვები შეშის ღუმელით თბებიან. შენობას დაზიანებული აქვს სახურავიც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირობას დებს, რომ მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება თუმცა კითხვაზე როდის დასრულდება პასუხი არ აქვს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები