06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე გამოეხმაურა

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გადასახლებაში მცხოვრები რეზა ფეჰლევი გამოეხმაურა. ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე სააგენტო როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რადგან ვეღარ უძლებს რეჟიმის მხრიდან ძლიერ ზეწოლას და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

რეზა ფეჰლევი, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ასევე მიიჩნევს, რომ ირანელ ხალხს აქვს სრული უფლება საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს დღევანდელ ლიდერებს, ისინი კი ვალდებული არიან მათ ხმას უსმინონ. პარალელურად ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დააკავეს ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც ქალაქ ბორუჯერდში აქციებს ორგანიზებას უწევდა.

დღის ამბები