06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
11 გარდაცვლილი და გაყინული ნიაგარა -აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს „ბომბი-ციკლონი" უტევს

არქტიკულ შტორმს, რომელიც შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უტევს, "ბომბი-ციკლონი" შეარქვეს. ფლორიდიდან ნიუ-იორკამდე კვლავ რეკორდული ყინვებია. დიდთოვლობასთან ერთად, ზოგიერთ რაიონში წვიმაც მოვიდა, თუმცა ნალექი ჰაერშივე გაიყინა. ამ ყველაფერს ემატება ქარბუქიც. ბოლო მონაცემით უამინდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. გაიყინა მდინარეები, შადრევნები და ღია აუზები. უკვე რამდენიმე დღეა ნაწილობრივ ყინულით დაიფარა ტურისტებში პოპულარული ნიაგარის ჩანჩქერიც. სინოპტიკოსების ცნობით, არქტიკული შტორმი ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები