21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ორთაჭალაში სროლის შედეგად დაჭრილ მამაკაცს, გულ-მკერდის ოპერაცია ჩაუტარდა

ორთაჭალაში სროლის შედეგად დაჭრილი ერთი პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მას კვლავაც ექიმების დახმარება ესაჭიროება. როგორც ირკვევა, ორთაჭალაში გუშინ სხვადასხვა ადგილზე ისროდნენ. სროლა თავდაპირველად ბერძენის ქუჩაზე დაიწყო, მოგვიანებით კი კიდევ რამდენიმე ადგილზე გაგრძელდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ პირველად 10 გასროლის ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი იმ ადგილიდან 200 მეტრში კვლავ გაგრძელდა დაპირისპირება ახალგაზრდა მამაკაცებს შორის, სადაც მოხდა ერთ-ერთი მამაკაცის დაჭრა.  ადგილობრივებმა არ იციან ვინ არის დაჭრილი, ან რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

ექიმი-რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის თქმით კი, პაციენტს  გულმკერდის ღია ჭრილობები ჰქონდა და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

“პაციენტი შემოსილია 3 რიცხვში, გულმკერდის ღია ჭრილობების გამო ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა“ - განაცხადა მხარგრძელმა.  

დღის ამბები