06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
შეერთებულ შტატებში " ბომბი ციკლონის" შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

შეერთებულ შტატებში " ბომბი ციკლონის" შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქია ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად უამინდობამ ბოსტონი და ნიუ იორკი დააზარალა.

დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო ნიუ იოირკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, მეგაპოლისში სასწავლო პროცესი აღდგა, მუშაობა განაახლეს აეროპორტებმაც. ათასზე მეტი რეისია გადადებული ბოსტონის აეროპოტრტებში.

უამინდობას სხვადასხვა შტატებში უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ციკლონის გაძლიერებას პროგნოზირებენ, ამ ფონზე შტატებში უსახლკაროდ დარჩენილებისთვის სპეციალურ თავშესაფრებს ქმნიან.

დღის ამბები