06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
დონალდ ტრამპი მაიკლ ვულფის წიგნში მოყვანილ ისტორიებს სიცრუეს უწოდებს

დონალდ ტრამპი მაიკლ ვულფის წიგნში მოყვანილ ისტორიებს სიცრუეს უწოდებს. ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დაწერილი წიგნი სათაურით „ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრ სახლში“ გაყიდვაში დღეიდან გამოდის.

წიგნი უკვე გააკრიტიკეს თეთრ სახლში. პრეზიდენტის ადვოკატები კი, მის ავტორს და რესპოდენტებს სამართლებრივი დავის დაწყებით დაემუქრნენ. წიგნი 200-მდე ინტერვიუს მოიცავს სხვადასხვა თემაზე. მათ შორის, პრეზიდენტის უფროსი შვილის რუს ადვოკატთან შეხვედრის შესახებაც, რასაც ტრამპის ყოფილმა უფროსმა თანაშემწემ ღალატი უწოდა.

წიგნის ერთ-ერთ ფრაგმენტში საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ თავად პრეზიდენტიც კი არ ელოდა არჩევნებში გამარჯვებას და მისი შტაბი შედეგებით შოკირებული იყო.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ წინასწარ იცოდნენ ვინ იყო მაიკლ ვულფი, ამიტომ მას დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

პრეზიდენტმა სტივ ბენონი წიგნში მოყვანილი განცხადებების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

მაიკლ ვულფის წიგნის მთავარი გმირს, სტივ ბენონს პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა აგვისტოში დაატოვებინეს. ის დღეს ულტრამემარჯვენე პოზიციის მქონე ინტერნეტ გამოცემის "ბრეიტბარტის" აღმასრულებელი თავმჯდომარეა.

თუმცა, დონალდ ტრამპზე გაკეთებული კრიტიკული სკანდალური განცხადებების გამო, შესაძლოა, ბენონი "ბრეიტბარტიდანაც" დაითხოვონ.

დღის ამბები