06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეასთან დიალოგის დაწყებას დათანხმდა

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეასთან დიალოგის დაწყებას დათანხმდა. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა გააკეთა. მაღალჩინოსნის თქმით, ფხენიანი დათანხმდა სეულის ინიციატივას, მაღალი რანგის შეხვედრის ჩატარების თაობაზე და შესაბამისად, პირველი მოლაპარაკება მხარეებს შორის 9 იანვარს გაიმართება.

შეხვედრა სასაზღვრო ზონაში მდებარე სოფელში შედგება, მთავარი განსახილველი თემები კრიზისის მოგვარება და ზამთრის ოლიმპიადაში ჩრდილოეთ კორეის ნაკრების მონაწილეობა გახდება.

ჩრდილოეთ კორეამ თანხმობა დიალოგის დაწყებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთვნები გადადეს. პენტაგონში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დაგეგმილ შეხვედრას არ უკავშირდება და მანევრების ჩატარება ოლიმპიადის გამო გადაიდო.

დღის ამბები