06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის პრემიერა 2019 წლისთვის გადაიდო

"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის პრემიერა 2019 წლისთვის გადაიდო. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა ტელეკომპანია "HBO"-მ, რომელიც გახმაურებულ სერიალზე მუშაობს. არხის ხელმძღვანელობას მერვე სეზონის პრემიერის თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაადასტურა, რომ ბოლო - მერვე სეზონი 6 სერიისგან შედგება, გადაღებები კი თითქმის დასრულებულია.

ფინალური ეპიზოდების შექმნის პროცესში პირადად მონაწილეობდა მწერალი ჯორჯ მარტინი. სწორედ მისი რომანის "ყინულისა და ალის სიმღერის" მიხედვით შეიქმნა ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ტელე შოუ.

"სამეფო კარის თამაშების" შემქნელები უკვე "ემის" 38 ჯილდოს მფლობელები არიან. ავტორები ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთ სიურპრიზს შესთავაზებენ. ფინალური სეზონის დასრულების შემდეგ, სერიალის თაყვანისმცემლებს "HBO"-ს ეთერში 5 პრიქველის პრემიერა ელოდება.

დღის ამბები