06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ირანში განვითარებული მოვლენები - გაეროს უშიშროების საბჭო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო ირანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართება, თუმცა რუსეთი სხდომის დღის წესრიგში ირანის საკითხის შეტანის წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევს, რომ საბჭოს პრეროგატივა არ არის გაეროს წევრი ქვეყნის შიდა საქმეებზე მსჯელობა.

ბოლო პერიოდში ირანში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო. მოსახლეობა ქუჩაში ფასების ზრდის გამო გამოვიდა, თუმცა მოგვიანებით, ქვეყნის სულიერი ლიდერის გადადგომაც მოითხოვა.

აიათოლა ალი ხამენეიმ კი აქციების ორგანიზებაში ამერიკა, ისრაელი და საუდის არაბეთი დაადანაშაულა. აქციების დარბევის დროს ირანის სხვადასხვა ქალაქში 21 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები