06 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. გამომძიებლებს აინტერესებთ, იყო თუ არა ჩართული ფონდი პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.

სამართალდამცველები ასევე სწავლობენ, იყენებდნენ თუ არა ფონდის აქტივებს პირადი ან პოლიტიკური მიზნებისთვის. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ უკვე დაკითხა ერთი მოწმე და მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვას გეგმავს.

მიმდინარე მოკვლევას ჰილარი კლინტონი პირადად ჯერ არ გამოხმაურებია. მის ფონდში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციას პოლიტიკასთან კავშირი არასდროს ჰქონდა.

დღის ამბები