22 დეკემბერი 2024,   08:58
ვრცლად
გორნაკაშვილის სურვილია, საზოგადოებამ ამ ეტაპზე არ გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის არის ცნობილი - ადვოკატი

პანკისსა და თბილისში დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს. ზურაბ გორნაკაშვილის უფლებადამცველი გამომძიებელს ცოტა ხნის წინ შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინფორმირებული იყო ხელწერილთან დაკავშირებით. ირაკლი ბენია ამბობს, რომ ზურაბ გორნაკაშვილის სურვილიცაა, რომ გარკვეული ინფორმაცია საჯარო არ გახდეს.

„ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მასაც არ სურს გარკვეული დეტალების გამჟღავნება. მისი პირადი სურვილია, რომ საზოგადოებამ ამ ეტაპზე არ გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის არის ცნობილი,“- განაცხადა ირაკლი ბენიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.  

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები