22 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
გამოსავალია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადადგომა, ან გადაყენება - მედიაექსპერტები რატიანის საქმეზე საუბრობენ

მედიაექსპერტების აზრით, პოეტ ზვიად რატიანის საქმით, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურ ფუნქციასა და დანიშნულებას შორდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების აზრტით,  საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოეტთან დაკავშირებული კადრების გავრცელებით, ეთიკის ნორმები დაირღვა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ კი აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან დაშორდა საკუთარ მისიას, საკუთარ პრიორიტეტებს და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც გენერალურმა დირექტორმა, ასევე სამეურვეო საბჭომ,“- განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

მედიამკვლევარები ამბობენ, რომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალია მენეჯმენტის გადადგომა, ან გადაყენება.

„ზვიად რატიანის საქმე არის ბოლო წვეთი, როდესაც ჩვენ ყველა ვხედავთ, როდესაც ჩვენი ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში როგორ ცდილობენ საბჭოთა კავშირის მეთოდებით გამოყენების საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ერთადერთი ადეკვატური გამოსავალია მენეჯმენტის გადადგომა, ან გადაყენება,“- განაცხადა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები