22 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"პროკურორისგან რაც გვესმოდა, ეს იყო დავარცხნილი საუბარი და შეფუთვა არნახული უკანონობის"- გიორგი მშვენიერაძე შეწყალების საქმეზე საუბრობს

"პროკურორისგან რაც გვესმოდა, ეს იყო სრული ბელეტრისტიკა, დავარცხნილი საუბარი და შეფუთვა იმ არნახული უკანონობის, რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ,“- ასე შეაფასა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ შეწყალების საქმეზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება.

არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ სასამართლოს არ შეუძლია შეწყალების კანონიერება შეაფასოს. გიორგი მშვენიერაძემ პროკურატურის მხრიდან პოლიტიკურ ინტერესზეც ისაუბრა. 

"აქ აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოების თვალში გირგვლიანის საქმეზე ჰყავდეს გასამართლებული, რაც არანაკლებ უკანონოა,“- აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები