22 დეკემბერი 2024,   09:13
ვრცლად
"სააკაშვილს არ ასამართლებს სასამართლო, სააკაშვილს ასამართლებს რეჟიმი"- ლევან სამუშია

„მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ადამიანი არ შეიძლება გასამართლებული იქნეს,“- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში შეწყალების საქმეზე განაცხადა. მისი თქმით, შეწყალების უფლება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. 

"სააკაშვილს არ ასამართლებს სასამართლო, სააკაშვილს ასამართლებს რეჟიმი, ის რომელი სისტემაც სააკაშვილმა შექმნა, დიდი ალბათობით, თუ ის შემდგომმა ხელისუფლებებმა არ დაანგრიეს, ის სისტემა გაასამართლებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას,“- აღნიშნა სამუშიამ. 

ოპოზიციის წევრი პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„პროკურორის საუბრიდან გამომდინარე, როგორც იურისტს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ ვუსმენდი იურისტს და მის საუბარს არ ჰქონდა დამაჯერებლობა, იქიდან გამოდინარე, რომ ამ საქმეს, დიდი ალბათობით, უჭირს,“- აღნიშნა სამუშიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები