06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე თურქეთის ევროკავშირის წევრობას გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე თურქეთის ევროკავშირის წევრობას გამორიცხავს.

განცხადება ემანუელ მაკრონმა პარიზში თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, ამ დროისთვის ოფიციალური ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შანსი არ არსებობს, მიზეზი კი თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებაა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით კი, თურქეთი დაიღალა ევროკავშირის წევრობის მუდმივი ხვეწნით.

თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიც გააკრიტიკა, რომელმაც შეკითხვა სირიაში შეიარაღების გაგზავნასთან დაკავშირებით დაუსვა. ერდოღანმა ჟურნალისტი ფეთჰულა გიულენის მოძრაობის წევრებს შეადარა.

დღის ამბები