ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
სამგზავრო ლაინერს, რომელიც მექსიკიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, სადგომიდან გამოსული ცარიელი თვითმფრინავი შეეჯახა და ცეცხლი მოედო.
ბოინგის ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შემდეგ ყველა მათგანის ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიებაც.