26 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ბეთლემში შობის დღესასწაულისთვის ჩასულ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს საპროტესტო აქციით დახვდნენ

ბეთლემში შობის დღესასწაულისთვის ჩასულ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პალესტინელი დემონსტრანტები შეიკრიბნენ და პატრიარქის კორტეჟზე თავდასხმა სცადეს. მათ ავტომობილებს კვერცხები დაუშინეს. მომიტინგეებს უკან დახევა სამართალდამცველებმა აიძულეს, რასაც შეტაკებაც მოჰყვა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის შობის ტაძარში დღეს, ღამით დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას გაუძღვება.


დღის ამბები