ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე კვლავ უარი უთხრეს.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაამტკიცა.
ალექსეი ნავალნი მოითხოვს, რომ უკანონოდ ცნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, რომლის თანახმად, მას კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.
ოპოზიციის ლიდერის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას ისინი პრეზიდიუმში, შემდგომ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ალექსეი ნავალნი მზადაა, საკუთარი უფლებებისთვის ევროპულ სასამართლოშიც იბრძოლოს.