06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მიზეზი ღორის ხორცის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გახდა.

გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე გადაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც რუსეთისგან ყოველწლიური კომპენსაციის სახით 1 390 000 000 ევროს გადახდას ითხოვს.

კომპენსაცია 2013 წლის მონაცემებს მოიცავს და ევროკავშირიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჯამურ თანხას წარმოადგენს.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ თანხა ცვალებადია და ყოველწლიურად 15%-ით გაიზრდება.

როდის გაიმართება საარბიტრაჟო სასამართლოში სხდომა, ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები