06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
სირიის ქალაქ იდლიბში ძლიერ აფეთქებას 23 ადამინი ემსხვერპლა

23 ადამინი ემსხვერპლა ძლიერ აფეთქებას სირიის ქალაქ იდლიბში. ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სირიელ ამბოხებულთა შტაბი იყო. პირველადი ინფორმაციით, შტაბის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა შესაძლოა, დრონების გამოყენებით განხორციელდა.

რამდენიმე ათეული დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ამ დრომდე დაკარგულებს ეძებენ.

დღის ამბები