06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ცნობა მაჰმუდ აჰმა დინეჯადის დაპატიმრების შესახებ ადგილობრივ მედიაში გუშინ გავრცელდა.

გამოცემა "ალ ქუდს ალარაბის" ცნობით, ექს პრეზიდენტი ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერისა და წახალისების გამო დააპატიმრეს.

პუბლიკაციის თანახმად, ის ქალაქ ბუშერში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დააკავეს, სადაც მან მოქმედი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა

დღის ამბები