06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ნავთობ ტანკერი, რომელიც ჩინეთის სანაპიროსთან იწვის, შესაძლოა აფეთქდეს და ჩაიძიროს

ნავთობ ტანკერი, რომელიც ჩინეთის სანაპიროსთან იწვის, შესაძლოა აფეთქდეს და ჩაიძიროს. სატვირთო გემთან შეჯახების შემდეგ ხომალდიდან უკვე ორი დღეა საწვავი ჟონავს, რაც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ნავთობტანკერის ბორტზე სულ ირანის 30 და ბანგლადეშის ორი მოქალაქე იმყოფებოდა, სატვირთო გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 21 წევრი კი, მაშველებმა გადაარჩინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს, რომელიც ირანულ კომპანიას ეკუთვნის, ირანიდან სამხრეთ კორეაში 60 მილიონი დოლარის ღირებულების 136 ათასი ტონა საწვავი გადაჰქონდა.

დღის ამბები