06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
სკანდალურ წიგნი დონალდ ტრამპის შესახებ - თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღო

თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალურ წიგნში მოყვანილი სიტყვები უკან წაიღო. სტივ ბენონმა პრეზიდენტის შვილის ქმედებას მოღალატეობრივი უწოდა, თუმცა წიგნის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ განმარტა, რომ სიტყვები დონალდ ტრამპი უმცროსის წინააღმდეგ არ იყო მიმართული და სინამდვილეში, ის ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს ეკუთვნოდა.

ახალ განცხადებაში თეთრი სახლის ყოფილმა სტრატეგმა პრეზიდენტის შვილს კარგი ადამიანი და პატრიოტი უწოდა. ჟურნალისტ მაიკლ ვულფის წიგნი სახელწოდებით "ცეცხლი და მრისხანება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში" გაყიდვაში 5 დღის წინ გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა.


დღის ამბები