06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი დონალდ ტრამპის დაკითხვას გეგმავს

შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი დონალდ ტრამპის დაკითხვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "The Washington Post" ავრცელებს. გავლენიანი გამოცემის ცნობით, რობერტ მალერის უწყება, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადვოკატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი დაკითხვა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდება.

ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადატურებენ დონალდ ტრამპის ადვოკატები. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს იძიებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები