06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ლონდონის გარეუბანში - ცეცხლი საღებავის ქარხანას გაუჩნდა

ძლიერი ხანძარი ლონდონის გარეუბანში. ცეცხლი ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონში მდებარე საღებავის ქარხანას გაუჩნდა. ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე და 15 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, ლონდონის სახანძრო დეპარტამენტმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

დღის ამბები