06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
მასაჩუსეტის შტატში 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად მასაჩუსეტის შტატში. ცეცხლი ქალაქ ლინში, 3 სართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო და სახანძრო სამსახურები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა შენობა სრულიად განადგურდა.

მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. 

დღის ამბები