06 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ლიტვაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დანიის კუთვნილი ავია გამანადგურებლები გაგზავნა

ლიტვაში, ნატოს საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დანიის კუთვნილი ავიაგამანადგურებლები გაგზავნა. F-16 ტიპის 4 თვითმფრინავი ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით, ლიტვაში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.

დანიური თვიმფრინავები შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილ ავია გამანადგურებლებს ჩაანაცვლებს.

ალიანსის დანიური დანაყოფის მეთაურის განცხადებით, მისიის მიზანია მსოფლიოს დაანახოს, რომ ნატო ბალტიის საჰაერო სივრცეს ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს.

დღის ამბები