06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციების დიალოგის პირველი შედეგი ცნობილია

ამ წუთებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კორეის დემილიტარიზებული ზონაა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციების პირველი შეხვედრა დასრულდა.

ორწლიანი დაძაბულობის შემდეგ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ და პირველი შეხვედრა სამხრეთ კორეის მხარეს, სოფელ პან მუნ ჯომში გამართეს.

ცნობილი ხდება დიალოგის პირველი შედეგიც. ფხენიანი ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც თებერვალში სამხრეთ კორეაში გაიმართება, მაღალი რანგის დელეგაციას, ოლიმპიურ ნაკრებს და გულშემატკივრების გუნდს გაგზავნის.

სეულმა ფხენიანს ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად სამხედრო მოლაპარაკების დაწყება და დროებით სანქციების მოხსნა შესთავაზა. სეული ამჟამად მეზობელი ქვეყნის მხრიდან პასუხს ელოდება.

დღის ამბები