06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
ჯილიან ანდერსონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი მსახიობ ჯილიან ანდერსონს ხვდა წილად. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2 ათას 600 ოცდამეხუთე ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსახიობმა მაყურებელს თავი "საიდუმლო მასალებში" შესრულებული როლით დაამახსოვრა. პოპულარულ შოუში, რომელიც ამერიკული არხების ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა, ჯილიან ანდერსონი აგენტი სკალის როლს ასრულებს.

5 წლიანი პაუზის შემდეგ პოპულარული შოუ ეკრანებზე მე-11 სეზონით დაბრუნდა. 

დღის ამბები