06 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის საგანგებო სამხედრო კავშირი აღდგება

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის საგანგებო სამხედრო კავშირი აღდგება. ცხელი ხაზის ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც 2 წლიანი კრიზისის ფონზე, პირველად გაიმართა.

პირველი მოლაპარაკება დემილიტარიზებულ ზონაში, სამხრეთ კორეის სოფელში ჩატარდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფხენიანი მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადაზე, მაღალი რანგის დელეგაციას, ოლიმპიურ ნაკრებს და გულშემატკივართა გუნდს გაგზავნის.

სეულმა ფხენიანს ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად სამხედრო მოლაპარაკების დაწყება და დროებით სანქციების მოხსნა შესთავაზა.

ამას გარდა, სამხრეთ კორეა ფხენიანს ომის შედეგად გაყოფილი ოჯახების შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს. სეული ამ ინიციატივებზე პასუხს მეზობელი ქვეყნის მხრიდან ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები