06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ოფიციალური ლონდონი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში რუსული ფლოტის გააქტიურების შესახებ საუბრობს

ოფიციალური ლონდონი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში რუსული ფლოტის გააქტიურების შესახებ საუბრობს. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული აქტივობა ახალი წლის დღეებში შეინიშნება. ამ ფონზე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ ზღვაში სამხედრო ხომალდი გაგზავნა.

ფრეგატი ესკორტს გაუწევს რუსულ საბრძოლო ხომალდს, რომელმაც პა დე კალეს სრუტე უნდა გაიაროს. საუბარია რუსულ გემზე - ადმირალ გარშკოვზე, რომელიც ამ ეტაპზე ცდებს გადის.

ეს ხომალდი 25 დეკემბერს ბრიტანეთის სანაპიროს იმდენად მიუახლოვდა, რომ ლონდონმა ტერიტორიული საზღვრის დარღვევის მცდელობად შეაფასა და საბრძოლო გემები რუსული ხომალდის გასაცილებლად ლამანშის სრუტეშიც გაგზავნა.

დღის ამბები