06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
იტალიასა და გერმანიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

მასშტაბური სპეცოპერაცია მაფიის წინააღმდეგ - იტალიელმა და გერმანელმა ძალოვანებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების 200-მდე წევრი დააკავეს. ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის „ნდრან-გეტას“ წინააღმდეგ ორივე ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ძალოვანების სამიზნე ის ბიზნეს ობიექტები გახდა, რომლებსაც დაჯგუფების ორი გავლენიანი კლანი, ფარაო და მარინკოლა, იტალიასა და გერმანიაში აკონტროლებდნენ.

ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 50 მილიონი ევრო და სხვა აქტივები ამოიღეს.

დღის ამბები