14 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
„ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის,“ - დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს

„ეს არის სწორი განაჩენი და შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ გააკეთა.

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების კონტროლი შესაძლებელია,  კერძოდ, რა პირობებში მოხდა შეწყალება.

„როდესაც შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის თუ როგორ არჩევს პრეზიდენტი შესაბამის კანდიდატურას, თუკი შერჩევის დროს, შერჩევა თვითონ დანაშაულებრივია და ეს მიზნად ისახავს დამნაშავე პირებზე ხელის დაფარებას ან ლოიალურ დამოკიდებულებას, ან შემცირებას ამ საშინელი დანაშაულის, რომლის გამოც შეიძრა მთელი ქვეყანა, სწორედ ეს გახლავთ დანაშაული. ეს არის სწორი განაჩენი და შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულისთვის,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები