აშშ-ში, ორეგონის შტატში, ხიდის ჩანგრევის შედეგად, მატარებელი მდინარეში ჩავარდა. მედიის ცნობით, საყრდენი სწორედ მაშინ ჩაინგრა, როდესაც მატარებელი ხიდს კვეთდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, 19-ვაგონიანი მატარებელი ორგანული ნივთიერება შარდოვანით იყო დატვირთული. აღნიშნული ნივთიერება გამოიყენება სასუქის, კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებებისთვის.
ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხიდს პრობლემა შეექმნა. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე წლის წინ ხიდის საყრდენს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა.