06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
სტიქია კალიფორნიაში - დაღუპულია 13 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას კალიფორნიაში. შტატის სამხრეთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები.

ათაოსობით ადგილობრიოვი მოსახლე იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ყველაზე მეტად ქალაქები სანტა ბარბარა და მონტე სიტო დაზარალდნენ.

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მიწის ფენამ ქუჩების ნაწილი დაფარა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მანქანები. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა ლოს ანჟელესთან მდებარე დასახლებებშიც.

დღის ამბები