06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
აფეთქებას პაკისტანში 7 ადამიანი ემსხვერპლა

7 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას პაკისტანში. შემთხვევა ქალაქ კვეტაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში, პოლიციის კუთვნილ ავტობუსთან აამოქმედა. შედეგად დაშავდა 23 ადამიანი.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები